გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფაროსანას საწინააღმდეგოდ სამეგრელოს რეგიონში ტყის მასივები და ჯაგნარები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება

14-06-2022

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, თერმული ნისლით დამუშავებასთან ერთად, ცივი შესხურებით წამლობა დაიწყეს.  სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში დამუშავდა ტყისა მასივები და ჯაგნარები.


სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნებლის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია  ფერომონიანი ხაფანგები. ინტენსიური მონიტორინგის საფუძველზე კი, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც მავნებლის მეტი რაოდენობა ფიქსირდება, თერმული ნისლით წამლობა  მიმდინარეობს.


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსი ლაშა  შალამბერიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორია აგროსქემების  მიხედვით დაამუშავოს, ცივი შესხურების მეორე ეტაპზე,  სიმინდის მასივების წამლობებს სახელმწიფო უზრუნველყოფს.