გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14-06-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ქ. ბათუმში ფარნავაზ მეფის ქ.N36-ში არსებული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 


რესტავრაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს. შეკეთდება და მოწესრიგდება ლითონის ჭვირული აივნები და ხის შემინული გალერეა-აივნების სისტემა. მოხდება ინტერიერში შემორჩენილი მხატვრული ელემენტების კედლებისა და ჭერის ნალესი პროფილების გამაგრება. შეიცვლება შენობის სახურავი. 


XX საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობა თავისი სისადავითა და მშენებლობის ტექნიკით ბათუმის საცხოვრებელი სახლის საფასადო გაფორმების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.