გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია, ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია

14-06-2022

არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა, სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, რომ მის განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა.

 

„ის რომ 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ომის პარტიას დაანონსებული აქვს აქცია, არავინ დაუჯერებს, რომ ეს აპოლიტიკური აქციაა. თქვენ ნახეთ სოციალურ ქსელშიც როგორი დაპირისპირება იყო.

 

ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, ჩემ განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა. ამას არავინ დაუჯერებს სამწუხაროდ, ასევე არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.