გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია რომელიც საფრანგეთთან და აშშ-სთან შვილების გამო პოლიტიკურ ვალშია რაც ფაქტებით დასტურდება

15-06-2022

ქალიშვილი ქეთევანი საეჭვოდ დააწინაურეს და ის თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დანიშნეს. მისი ვაჟი თეიმურაზი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მრჩეველია ამერიკისა და აზიის საკითხებში. ამგვარი დამთხვევები არ არსებობს - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს და მისი შვილების კარიერულ წინსვლას შორის პარალელ ავლებს.

 

მისი თქმით, ფაქტია გუშინ პოლიტიკურ ვალში გაიქვითა საქართველოს ინტერესები!

 

„სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია რომელიც საფრანგეთთან და აშშ-სთან პოლიტიკურ ვალშია რაც ფაქტებით დასტურდება. კერძოდ, მისი ქალიშვილი ქეთევანი საეჭვოდ დააწინაურეს და ის თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დანიშნეს. მისი ვაჟი თეიმურაზი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მრჩეველია ამერიკისა და აზიის საკითხებში. ამგვარი დამთხვევები არ არსებობს. ვალი ვალია, გადახდა უნდა! ფაქტია გუშინ პოლიტიკურ ვალში გაიქვითა საქართველოს ინტერესები!“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.