გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: კარგი ოჯახური ბიზნესი აუწყვია ქალბატონ პრეზიდენტს, სავარაუდოდ მშვიდი პენსიისთვის იღწვის

15-06-2022

კარგი ოჯახური ბიზნესი აუწყვია ქალბატონ პრეზიდენტს, სავარაუდოდ მშვიდი პენსიისთვის იღწვის ქალბატონი, თუმცა რა გამოუვა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით საკითხავია - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ექსპერტ დავით ქართველიშვილის ფეისბუქ-პოსტს აზიარებს, სადაც ექსპერტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე და მისი შვილების კარიერულ წინსვლაზე საუბრობს.

 

„მდაა...ძალიან საინტერესო პასაჟებია... კარგი ოჯახური ბიზნესი აუწყვია ქალბატონ პრეზიდენტს))) ისე სერიოზულად შეფასება მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის ძალიან მიჭირს, რადგან ამდენი არათანმიმდევრულობა და არაპრინციპულობა სერიოზულ პოლიტიკოს არ ახასიათებს... სავარაუდოდ მშვიდი პენსიისთვის იღწვის ქალბატონი, თუმცა რა გამოუვა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით საკითხავია“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.