გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ComCom-ის და BTU-ს ორგანიზებით 5G-ის თემაზე სამეცნიერო დისკუსია გაიმართა

16-06-2022

კომუნიკაციების კომისიისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით 5G ტექნოლოგიის დანერგვასა  და პერსპექტივებზე სამეცნიერო დისკუსია გაიმართა. ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ გახსნეს. კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოში 5G ქსელის დანერგვისა და ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა, ხოლო კომუნიკაციების კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი სანდრო ქარუმიძე შეხვედრაზე 5G-ის სპექტრისა და ინფრასტრუქტურის განვითარების თემით წარდგა.
 
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს თუ რა კეთდება საქართველოში 5G ქსელის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ახალი თაობის ტექნოლოგიის განვითარებას. დისკუსიისას მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ასევე საქართველოს პერსპექტივას, გახდეს ციფრული ჰაბი. სამეცნიერო დისკუსიის ფარგლებში დარგის ექსპერტებმა და პროფესორებმა განიხილეს 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის ახალი თაობის ტექნოლოგია, როგორც ახალი ფორმატის ინსტრუმენტი, სამართლებრივი რეგულირება, 5G-ის გამოყენება და სარგებელი. ასევე ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე. 
 
„კომუნიკაციების კომისიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია 5G ტექნოლოგიის დანერგვა და განვითარება, ამ მიმართულებით ჩვენ 2019 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ. დღეს, როდესაც უკვე მზაობა გვაქვს აუქციონის გამოცხადებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ამ საქმეში ვფიქრობ რომ სამეცნიერო წრეები და სამეცნიერო დისკუსიები განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს" - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
 
„დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, რომლებიც ციფრული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას იკვლევენ წლების განმავლობაში. 5G ტექნოლოგიის მნიშვნელობა ძალიან მაღალია ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის, რადგან ის სთავაზობს უპრეცედენტო შესაძლებლობებს სხვადასხვა ინდუსტრიებს" - აღნიშნა BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ შეხვედრის გახსნისას.