გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახმეტაში ეთერზეთების საწარმო უახლოეს დღეებში ამოქმედდება

4-06-2018

წელიწადნახევრიანი დაგვიანების შემდეგ ახმეტაში ეთერზეთების საწარმო უახლოეს დღეებში ამოქმედდება,- აცხადებს კომპანია „აგრო არომას“ ხელმძღვანელი. 

ზურაბ ნაცვლიშვილის თქმით, საწარმო 2017 წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარკვეული სამეურნეო პრობლემების გამო ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ეთერზეთები ქინძის თესლისგან დამზადდება და სრულად ექსპორტზე, ევროკავშირის ბაზარზე გავა, რადგან პროდუქციის რეალიზაცია ადგილზე რთულია.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 ტონა ეთერზეთის წარმოებას გეგმავს. 
"ეთერზეთებს კოსმეტიკისა და ფარმაცევტული ნაწარმის წარმოებაში გამოიყენებენ. ადგილზე ეთერზეთების გარდა, ცხოველების საკვების საწარმოც ამოქმედდება. პროდუქცია ამ შემთხვევაში ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი", - განაცხადა ზურაბ ნაცვლიშვილმა. 
კომპანია „აგრო არომა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა.

knews.ge