გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მყოფ ხელისუფლებას ყოველგვარი კონსპიროლოგიის გარეშე, დაუფარავად ებრძვის ფსევდოლიბერალური იმპერიალიზმი აშშ-ს ამჟამინდელი მმართველი გუნდის სახით

18-06-2022

“ქართული ოცნების" მესამე "ჩამოსხმის" ხელისუფლებას, ბოლო წელიწადნახევარზე ცოტა მცირე პერიოდში ამ ორ პარალელურ, საკუთარი მიზნების მქონე, მაგრამ ორივე ანტიქართულ პოზიციებზე მყოფ ძალასთან უწევს გამკვლავება. ჯერჯერობით - წარმატებული გამკვლავება.ამ წარმატების საწინდარია - უპირობოდ, უფლის შეწევნა და შეკრული, პატრიოტული, ეროვნული სახელისუფლებო გუნდი” - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით ამ ბრძოლაში, ორივე ძალასთან - გამარჯვებული საქართველო და ქართველი ხალხი გამოვა.

 

“დღეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტრადიციულ, მართლმადიდებლურ პოზიციებზე მყოფ ხელისუფლებას უკვე ყოველგვარი კონსპიროლოგიის გარეშე, დაუფარავად ებრძვის ფსევდოლიბერალური იმპერიალიზმი აშშ-ს ამჟამინდელი მმართველი გუნდის სახით. ამ ბრძოლაში მის შიდა საყრდენს წარმოადგენს ქართული ფართო მოღალატეობრივი სპექტრი - რომლის ბირთვი ჩამოაყალიბა "ქართული ოცნების" რიგებიდან გამოსულმა კადრებმა, ე.წ. ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, ექს-პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

როდესაც ამ ლეგიონის მოღალატეობრივ საქმიანობაზე ვსაუბრობთ მეხუთე კოლონისა და კრემლის ინტერესების პოზიციებიდან, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ნეო-იმპერიამ ძალზე კარგად შეისწავლა ტრადიციული, კონსერვატიული, მართლმადიდებლური ორგანიზმის მიერ ამ უცხო სხეულის მიუღებლობა, ამ არაბუნებრივი სინდიკატის გარდაუვალი კრახი - რომლის შედეგების სათავისოთ გამოყენება მისთვის არც არავის აუკრძალავს და რასაც ოსტატურად ახერხებს უკვე წლების განმავლობაში, ჯერ საქართველოსთან და დღეს უკვე, უკრაინასთან მიმართებაში.

 

როდესაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ცდილობს საკუთარი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ქვეყნის და მოსახლების ინტერესებიდან გამომდინარე გაატაროს, სწორედ რომ პროქართული პოზიციებიდან - ეს ნიშნავს იმას, რომ მას ამ ორ ბუმბერაზ იმპერიასთან უწევს გამკვლავება, საიდანაც პირველის სამიზნე - ენა, მამული, სარწმუნოებაა, ხოლო მეორეს - ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და დეკოლონიზაციის პრინციპები.

 

"ქართული ოცნების" მესამე "ჩამოსხმის" ხელისუფლებას, ბოლო წელიწადნახევარზე ცოტა მცირე პერიოდში ამ ორ პარალელურ, საკუთარი მიზნების მქონე, მაგრამ ორივე ანტიქართულ პოზიციებზე მყოფ ძალასთან უწევს გამკვლავება. ჯერჯერობით - წარმატებული გამკვლავება.ამ წარმატების საწინდარია - უპირობოდ, უფლის შეწევნა და შეკრული, პატრიოტული, ეროვნული სახელისუფლებო გუნდი. ამ გუნდის წინააღმდეგ გაერთიანებულ ძალებს სულ უფრო ნაკლები არსენალი რჩება წარმატების მისაღწევად. ერთ-ერთი ძირითადი - კვლავ ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვაა, დღევანდელი საქართველოს წარმატების სიმბოლოდ ქცეულ ბიძინა ივანიშვილთან პიროვნული პაექრობა, ქართველი VIP-კრიმინალების გარეთ გამოყვანა ამ ბრძოლის სათავეში გამოყენების მიზნით, საქართველოს ეროვნულობის, ტრადიციულობის, ეკლესიისთვის მტკივნეული დარტყმის მიყენება, საბოტაჟი საჯარო სექტორში, არეულობის და დაუმორჩილებლობის მუხტის აწევა. ამ ბრძოლაში, ორივე ძალასთან - გამარჯვებული საქართველო და ქართველი ხალხი გამოვა.

 

დღევანდელი ახალგაზრდა ხელისუფლება, როგორც ძველაღთქმისეული ჭაბუკი დავითი, აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი დროის გოლიათზე. ვისაც ამ ბრძოლაში გადარჩენა გვინდა, ამ "დავითის" გარშემო გაერთიანება გვმართებს”- წერს ქართველიშვილი.