გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსეი დანილოვს მიხაილო პოდოლიაკისა და დავით არახამიას მიმართ პრეტენზიები აქვს

18-06-2022

უკრაინის ეროვნული უსფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა LIGA.net-თან ინტერვიუში ომთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს შეეხო.


უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანისადმი ერთ-ერთი კითხვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ამ საკითხთან დაკავშირებით მიხაილ პოდოლიაკის შეფასებას ეხებოდა.


„პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ მხოლოდ პარიტეტისთვის გვჭირდება 1000 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 300 MLRS და 500 ტანკი. ეთანხმებით ამ გამოთვლებს?” – ჰკითხა ოლექსეი დანილოვს ჟურნალისტმა.


„არ მესმის, რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს. გენერალური შტაბის წარმომადგენელია? მე ის მხოლოდ იანუკოვიჩთან მინახავს კუნძებზე (ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩს რეზიდენციაში კუნძებისგან სარბენ-სახტომი ბილიკი ჰქონდა მოწყობილი -„აიპრესი”). არ მესმის, როდის აქეთ არის ჯარის ხმა. ზალუჟნიმ (შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – „აიპრესი”), შაპტალამ (შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი – „აიპრესი”) და თავდაცვის მინისტრმა უნდა თქვას ასეთი რამ” – უპასუხა ჟურნალისტს დანილოვმა.


LIGA.net-მა ოლექსეი დანილოვს მისი ადრე ნათქვამი სიტყვები შეახსენა და ჰკითხა, რატომ არ დატოვეს სევეროდონეცკი.


„არაერთხელ ხაზგასმით გითქვამთ, რომ მთავარია ქვეყანა არ დავკარგოთ, ხოლო ტერიტორიებს დავიბრუნებთ. რატომ არ დატოვოთ სევეროდონეცკი, ქალაქი ხომ ვოლნოვახა 2-ად (ვოლნოვოხა რუსებმა შენობების 90%-ის განადგურების შემდეგ დაიკავეს – „აიპრესი”) შეიძლება გადაიქცეს?”


ასეთი გადაწყვეტილებები სამხედროებმა უნდა მიიღონ. მათ იციან თავიანთი ტაქტიკა და ძალები. ჩვენ ვენდობით ჩვენს სამხედროებს, ისინი პროფესიონალი ადამიანები არიან. მე კონკრეტულად სევეროდონეცკზე კი არ ვსაუბრობდი, არამედ ზოგადად. დღეს ჩვენ არ გვაქვს კონტროლი, მაგაილითად, ხერსონზე. ეს დროებითია, აუცილებლად დავიბრუნებთ, – უპასუხა დანილოვმა და დაამატა:


„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო იმ ფიგურებს, რომლებიც ამბობენ, რომ ფრონტზე ყოველდღე 200, 300 და მეტი ადამიანი გვყავს (დაღუპული და დაჭრილი – „აიპრესი”). ზოგმა 1000-მდეც კი განაცხადა… მათ ასეთი ინფორმაციის მოპოვების საშუალება არ აქვთ”, „თქვენ უნდა იყოთ პასუხისმგებელი თქვენს სიტყვებზე და როდესაც დაღუპულებზე საუბრობთ, ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ. ამით ჟონგლირება არ შეიძლება. ეს არ არის კეგლის თამაში და ეს არ არის ცირკი”.


ოლექსეი დანილოვს კონკრეტული პირები არ ჩამოუთვლია, თუმცა სწორედ მისი ინტერვიუს წინა დღეს, შტატებში ვიზიტით მყოფმა რადაში ფრაქცია „ხალხის მსახური”-ს თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში უკრაინის დანაკარგები დონბასში მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაღუპულთა და დაჭრილთა ყოველდღიური რაოდენობა რაოდენობა 1000 კაცამდეა.