გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

4-06-2018

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ნაკაშიძეების ოთხ სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც ქედის მერმა ლევან გორგილაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დაზარალებული ოჯახი მუნიციპალიტეტმა დროებით საცხოვრებელ სახლში გადაიყვანა, რომლის ფინანსებს თავად უწყება უზრუნველყოფს. 

ლევან გორგილაძის თქმით, ნაკაშიძეების ოჯახის მდგომარეობას ადგილობრივი მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს. მისივე განმარტებით, შესწავლის შემდეგ ქედის მერია აჭარის მთავრობას მიმართავს, რათა სარეზერვო ფონდიდან სახლის რეაბილიტაციისა ან ასაშენებლად თანხა გამოიყოს. ნაკაშიძეების ოჯახს ქედის მერიაც გაუწევს ფინანსურ დახმარებას

"ინტერპრესნიუსი"