გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ოთარ შამუგიამ კომპანიის „მუხათის მარანი“ ახლად გაშენებული ვენახი დაათვალიერა და ღვინის მცირე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

20-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის  „მუხათის მარანი“ ახლად გაშენებული ვენახი  დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის მცირე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

 

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული მიმართულებაა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ჩვენმა ბენეფიციარმა, სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლო ახალი ვენახის გაშენება; ამ ეტაპზე, აშენებს თანამედროვე სტანდარტების ღვინის საწარმოს და გეგმავს სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოწყობას. შესაბამისად, აქ შეიქმნება აგროტურისტული სივრცე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ისე ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

 

კომპანიამ „მუხათის მარანი“, 2020 წელს, პროგრამით „დანერგე მომავალი“, 5 ჰექტარზე  ვენახის გაშენებისათვის თანადაფინანსება 44,800 ლარი მიიღო.                                                                 


კომპანია, ღვინის მარნის მშენებლობისათვის, 1,5 მლნ ლარის  შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 233,500 ლარის ღირებულების  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა  30%-იანი თანადაფინანსებით მიიღო.