გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე ,,მთავარის’’ ჟურნალისტს: ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს. თქვენ ვინ გაფინანსებთ? თუ იტყვით სახელს და გვარს თქვენ დაასახელებთ ოლიგარქს

20-06-2022

,,პირველი, უნდა მოვახდინოთ სწორი იდენტიფიკაცია, ვინ არის ოლიგარქი, ვინ ერევა პოლიტიკაში, თავისი გავლენით, ფულით, ვინ აფინანსებს ტელევიზიებს და ვინ ცდილობს ასე რაღაცა გავლენის მოპოვებას და ა.შ. უკრაინის კანონი ამასთან დაკავშირებით, რომ წაიკითხოთ, ზუსტად, ახლა მე რასაც ვსაუბრობ, ამას შეეხება. ამიტომ, თქვენ შეიძლება გგონიათ და მიგაჩნიათ და ძალიან გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ოლიგარქი, მაგრამ სინამდვილეში ამის მტკიცებულება არ არსებობდეს ბუნებაში,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილი არის ქველმოქმედი და ფილანტროპი. ხოლო, თუ მივიღებთ უკრაინაში არსებულ კანონს, რომელიც ოლიგარქიას შეეხება, ვნახავთ, რომ ,,მთავარი’’ არხის დამფინანსებელი არის ოლიგარქი.

 

,,მე ვეთანხმები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ეს ასეა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ადამიანი არის ფილანტროპი, ეს ადამიანი არის მეცენატი, ქველმოქმედი და მართლაც ასეა.

 

კაცზე ლაპარაკობთ, რომელსაც სამ მილიარდზე მეტი ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ქვეყანაში და თქვენ გინდათ, რომ ქველმოქმედი იყოს ადამიანი, რომელიც გამოვიდა და თქვა - რვაასი დოლარი მქონდა ხელფასი და ოთხასს ქველმოქმედებაში ვხარჯავდიო.

 

ისე მაგას რა ვუთხარიო, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე. რა ოთხასი ქველმოქმედებაში? რომელ ფსკერზე ჩავდივართ, ხვდებით? არ შეიძლება ასე მსჯელობა. ქველმოქმედს დავარქვათ ქველმოქმედი. ოლიგარქის იდენტიფიცირება მოვახდინოთ. აი, თუნდაც იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც უკრაინას აქვს. იგივე კანონი შეგვიძლია მივიღოთ.

 

ადამიანი, რომელიც თავის გავლენით, მათ შორის, მაგალითად დიდი ფულით ცდილობს გავლენა მოახდინოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, უფრო კონკრეტულად სიღრმეში რომ შევიდეთ დააფინანსოს ტელევიზიები და ეს გავლენები იყოს არალეგიტიმური, მათ შორის და ა.შ. ასეთი არის თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელი და ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს. თქვენ ვინ გაფინანსებთ? ვინ გაფინანსებთ? თუ სახელს და გვარს იტყვით თქვენ დაასახელებთ ოლიგარქს. ბრძანეთ, ვინ გაფინანსებთ, თქვენ ტელევიზიას ვინ აფინანსებს? ტელევიზიაში მუშაობთ და არ იცით დამფინანსებელი ვინ გყავთ, ან არ იცით, ან არ ამბობთ, ხომ? ერთიც უბედურებაა და მეორეც’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.