4-06-2018
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი ა.ხ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი ა.ხ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა ა.ხ–მ მამამისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ხელი გაარტყა და მაკრატლით ზურგის არეში მიაყენა დაზიანება. ა.ხ–ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ა.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ა.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.