გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის #4 საბავშვო ბაღი 45 წლისაა

20-06-2022

ქალაქ კასპის #4 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 45 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება საბავშვო ბაღის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას აღსაზრდელებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ. 


საზეიმო ღონისძიების მხატვრული პროგრამა სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა მონაწილეობით გაიმართა. ბავშვებმა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს. 


კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ 45 წლის იუბილე მიულოცა ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის გამგეს დალი კოტეტიშვილს, რომელიც დაარსებიდან დღემდე 45 წელი წარმატებით ხელმძღვანელობს საბავშვო ბაღს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა კასპის მუნიციპალიტეტში.