გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკული გაერთიანების, ენერგეტიკისა და კლიმატის კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

20-06-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების,  ენერგეტიკისა და კლიმატის კომიტეტის მაღალი დონის  მე-9 შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ ენერგეტიკული გაერთიანების, ევროკომისიის, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ტექნიკური ექსპერტები.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოებისათვის 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლის მინიჭების საკითხი ოთხი ძირითადი მიმართულებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის: საქართველოს სათბური აირების შემცირების მიზანი, ქვეყნის ენერგიის ჯამურ მოხმარებაში განახლებადი წყაროების წილი და ქვეყნის პირველადი და საბოლოო ენერგიის მოხმარება 2030 წლისათვის.
 
შეხვედრის მიმდინარეობის პროცესში, რომეო მიქაუტაძემ მიმოიხილა ქვეყანაში ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები, მათ შორის შემოთავაზებული მიზნების შესაბამისობის აუცილებლობა უკვე დამტკიცებულ საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილთან და საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტთან.
 
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობას სამიზნე მაჩვენებლების დასახვეწად და აღნიშნა, რომ გეგმაში მოცემული სამომავლო მაჩვენებლები 2030 წლისათვის შემუშავებული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის დეტალური ანალიზის საფუძველზე.
 
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი დიალოგი საქართველოს დელეგაციასა და ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის. ქართული მხარის ტექნიკურმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის შემოთავაზებული სამიზნე მაჩვენებლების შესრულების შესაძლებლობები და ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები და შესაბამისი დაშვებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდგომი ტექნიკური შეხვედრების ჩატარების აუცილებლობა. საყურადღებოა, რომ ორივე მხარის შეთანხმებით განხორციელდება 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლების დასადგენად შესრულებული მოდელირების შედეგებისა და შესაბამისი მონაცემებისა და ტექნიკური ინფორმაციის მიმოცვლა.