გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

პარამოფაროკავე ნინა თიბილაშვილი ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ მედიას: მოგვეცით, მშვიდად ვარჯიშის და განვითარების საშუალება და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას

20-06-2022

ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი და 2021 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ქალი ნინა თიბილაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს პარალიმპიური კომიტეტის განცხადებას, სადაც დაგმობილია დეზინფორმაცია, თითქოს პარალიმპიური კომიტეტი 20 ივნისის აქციას უერთდება და ფეიკნიუსის გამავრცელებელ მედიას მიმართავს:

 

"მოგვეცით მშვიდად ვარჯიშის და განვითარების საშუალება და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას" - აცხადებს თიბილაშვილი.

 

შეგახსნებთ, რომ ფეიკგვერდზე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პარალიმპიური კომიტეტი უერთდებოდა 20 ივნისის აქციას, რასაც პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადება მოჰყვა, სადაც დაგმობილია ცრუ ინფორმაცია და აღნიშნულია, რომ: “საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი პარასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აჰყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკ პროპაგანდას და დაუყოვნებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა!“