20-06-2022
სირცხვილიას აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ევო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება.
ირაკლი კობახიძის ინიციატივით ,,ქართულმა ოცნებამ’’ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 2017 წელს დაუჭირა, ნაციონალურ მოძრაობამ კი ბოიკოტი გამოუცხადა.
,,საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაახლოება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან’’ -განაცხადა დიღმელაშვილმა.