21-06-2022
კასპის მუნიციპალიტეტში, სადგურ მეტეხის დასახლებაში საბავშვო ბაღთან და სკოლასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის მოსწორების სამუშაოები ხორციელედება, რის შემდეგაც უკვე მოასფალტების სამუშაოები დაიწყება.
მიმდინარე წელს სადგურ მეტეხში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა, რომლის მისასვლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
გზის მოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი” ახორციელებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 224 242 დაიხარჯება.
საბავშვო ბაღთან და სკოლასთან მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურით - დასახლების ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.