გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში რკინიგზის აღდგენაში აზიის განვითარების ბანკი ჩაერთვება

5-06-2018

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, კახთში რკინიგზის აღდგენას გეგმავს. 

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელება, რომელიც მზად 2019 წელს იქნება, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობით იგეგმება. 
"რკინიგზა არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება. რკინიგზის ნაწილი გადის მევენახეობის ზონაში, რომელიც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა და საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს. კახეთისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო კუთხითაც რკინიგზის განვითარება, მაგალითად, ცხვრის გადაყვანა ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის საშუალებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იქნება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის განვითარება რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია.

knews.ge