გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფელ უწერაში წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

22-06-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.


დასრულებული პროექტი ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილთან, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად მოინახულა.


აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ბილდკინგსი" ასრულებდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ გამწმენდ ნაგებობას, მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი და მდ. ბეღლორიდან გამწმენდ ნაგებობამდე წყალმიმღები ტრასის ლითონის კონსტრუქცია.


პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო თანხამ 163 952 ლარი შეადგინა.