გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ მშვიდობა არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, არც ეკონომიკური განვითარება, არც ევროპული პერსპექტივა

22-06-2022

თუ მშვიდობა არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, არც ეკონომიკური განვითარება, არავითარი, არც ევროპული პერსპექტივა და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 


მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა სიტუაციის დეესკალაცია, რაც ასევე იყო ევროპელების მოწოდება. 


„იყო კითხვა როგორ ვპასუხობთ რუსეთის მცოცავ ოკუპაციას და ა.შ. მე ამაზე გესაუბრეთ, ჩვენ მოვახერხეთ მაქსიმალურად დაგვეწია ასე ვთქვათ ის მაღალი დაძაბულობა, რომელიც იყო შექმნილი ქვეყანაში და მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, ეს იყო მათ შორის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ევროპელების მოწოდება, მათი რეკომენდაცია, ვინაიდან, თუ მშვიდობა არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, არც ეკონომიკური განვითარება, არავითარი, არც ევროპული პერსპექტივა და ა.შ. ამიტომ ამას სჭირდება ცოტა უფრო გონივრული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება თქვენგან, თუ მართლა გიყვართ ქვეყანა,"- განაცხადა პრემიერმა.