გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი

22-06-2022

ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს პოლარიზება, შფოთვა,  არეულობა შემოიტანოს საზოგადოებაში. 


„როდესაც საუბრობთ პოლარიზაციაზე, უკაცრავად და არის თუ არა ეს პოლარიზაცია მომდინარე თქვენგან. წარმოვიდგინოთ, რო თქვენ არავითარი რეპლიკები არ დაგეწყოთ, დაგემთავრებინათ, მოგესმინათ ჩემი წლიური ანგარიში, შემდეგ გამოსულიყავით და გეთქვათ, ნებისმიერი კითხვა დაგესვათ, გაგვემართა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ტიპის დებატები. ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ, პირიქით, გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი. ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია", -  განაცხადა პრემიერმა.