22-06-2022
SNGP-ის პაკეტი, სხვა ნებისმიერი ყოველწლიური პროგრამა, სამოქმედო გეგმა, ყველაფერი, ყოველთვის ზედმიწევნით არის შესრულებული ჩვენი მხრიდან. ნატოს ჩვენთან მიმართებაში არ აქვს არანაირი შენიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა."ახლა რაც შეეხება ჩვენს მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს რა გავაკეთეთ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაშ ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ხელშესახები შედეგები. მე მინდა გამოვყო რამდენიმე, ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინო, რომ იტყვიან, არის ერთობლივ ნატო-საქართველოს საწრთვნელი ცენტრი, რომელიც ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს ნატოს გენმდვინათან, ბატონ სტოლტენბერგთან ერთად გავხსენით კრწანისში. და რომელიც დღემდე ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს და ძალიან ბევრი ნატოს წევრი ქვეყნის ექსპერტი, სამხედრო ოფიცრები, გენერლები ყველანი ჩართულები არიან და ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრ სწავლებებს ვგეგმავთ, ვახორციელებთ და ეს ყოველწლიურად იხვეწება, იზრდება და ა.შ.
ამას გარდა SNGP-ის პაკეტიც, სხვა ნებისმიერი ყოველწლიური პროგრამა, სამოქმედო გეგმა, ყველაფერი ყოველთვის ზედმიწევნით არის შესრულებული ჩვენი მხრიდან. ნატოს ჩვენთან მიმართებაში არ აქვს არანაირი შენიშვნა. თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, იქნება ეს ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით რეალური ეფექტური, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენი გმირი სამხედროების მომზადება და მათი თავსებადობა ნატოს ძალებთან, რომელიც რეალურად მყარდება ყოველწლიურად და ეს ჩვენს მიერ ჩატარებულ, განხორციელებულ ყოველწლიურ წვრთნებშიც არის გამოხატული და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს სამხედროებს მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იგი 28-30 ივნისს მიემგზავრება მადრიდში, ნატოს სამიტზე. პრემიერის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი და მიღწევები რომლებიც ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით აქვს.
"ახლა რაც შეეხება ნატოს წევრობის საკითხს. მეგობრებო ძალიან ბევრი რამ საჯაროდ არ ითქმის, მე ჩემი პრემიერ-მინისტრობის რანგში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საუბარი მაქვს ჩვენს კოლეგებთან ნატოს ხელმძღვანელობასთან.ჯერ კიდევ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს მაშინ, იმ დროინდელ, სტოლტემნბერგამდე, ბატონი რასმუსენი იყო მოგეხსენებათ ხელმძღვანელი. შემდეგ სტოლტენბერგი, ახლაც იგივე ბატონი არის, რომლიც მოწვევითაც მივემგზავრები მადრიდში და მივიღებ მონაწილეობას ნატოს მადრიდის სამიტში 28-30 ივნისს. სადაც რა თქმა უნდა ჩვენ ველით იმას რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი და მიღწევები რომლები ჩვენ გვაქვს, ჩვენს ჯარს და ჩვენს ქვეყანას აქვს სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ზოგადად თავსებადობის თვალსაზრისით"- განაცხადა პრემიერმა.