გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსესუსის გზით

22-06-2022

მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსესუსის გზით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ  განაცხადა.


"ახლა რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს. აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყოთ და არ დავიწყოთ ზედმეტი სპეკულაციები. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსესუსის გზით. 


რა თქმა უნდა ჩვენ ამაში კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები. არ მოეწონება ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ, მინდა გავიხსენო, 2007 წელს დატოვა რუსულმა ქვედანაყოფებმა, ბოლო კონტიგენტმა ჩვენი ქვეყანა, რუსული ჯარი 2007 წელს გავიდა საქართველოდან, 2008 წელს მახსოვს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან ბევრი ლიდერები იძახდნენ, რომ რუსეთი საერთოდ არაფერ შუაში არ არის, ჩვენ გვაქვს საქმე ოსებთან, იქ მოიგონეს და კოდორს დაარქვეს ზემო აფხაზეთი და ა.შ. 


რამდენიმე დღეში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რუსული ჯარი შემოვიდა საქართველოში, ომის დასრულების შემდეგ, აქ რომ იჯდა ვაჟბატონი მეგის ქარდავას და დათა ახალაიას მეგობარი აკო მინაშვილი, ამ ვაჟბატონს აქვს ხელი მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე, მაგიტომ ხტუნაობდა აქ ზედმეტს და ემოციური, არტისტული გამოსვლები მაგიტომ ჰქონდა.


ბატონმა მამუკამ შემახსენა, მას აქვს ხელი მოწერილი იმ კაპიტულანტურ რეზოლუციაზე. სად არის თქვენი პროტესტი, აი თქვენ მოგმართავთ, სად არის თქვენი პროტესტი, სად არის პროტესტი? რეზოლუციაში პირდაპირ წერია, ბატონმა მამუკა მდინარაძემ წაგიკითხათ. ბრალი დასდეთ სამხედროებს ომის დაწყებაში, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში, ამაზე ხელი მოუწერეს ვინ, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შედეგად მივიღეთ დაკანონებული ოკუპაცია. რუსეთმა განათავსა ორი ბაზა აფხაზეთში და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში მოხდა რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების , ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ნატოსთან ინტეგრაციას.ნატოში ინტეგრაციას, ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში. კიდევ ვიმეორებ თქვენ თუ გინდათ ახლა ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ტელევიზიაა და ძალიან ბევრი გულანთებული ქართველი ხალხი იცავს იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოიტანა ქართულმა ოცნებამ.


ვეღარ მოატყუებთ მეგობრებო ქართველ ხალხს, მაპის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიზილეთ იმედგაცრუება, სასტიკი იმედგაცრუება დაიწყო ომის შემდეგ," - განაცხადა პრემიერმა.