გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მედიააკადემიის ახალ მასტერკლასში მაკა ანთიძე როიტერის 30 წლიან გამოცდილებას გიზიარებთ

23-06-2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია „მასტერკლასს" მაკა ანთიძის ონლაინ ლექციების სერიებით აგრძელებს. მაკა ანთიძე 30 წელია ჟურნალისტია. ბოლო 25 წელი Reuters-ის კავკასიის ბიუროში მუშაობდა, როგორც ხელმძღვანელის, ასევე უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე, უფრო ადრე ის Associated Press-ის კორესპონდენტი იყო. 
 
დღეიდან მაკა ანთიძის მასტერკლასი მედიააკადემიის იუთუბ არხზეა ხელმისაწვდომი, 5 ონლაინ ლექცია მოგცემთ შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნოთ რა უნარ-ჩვევები სჭირდება ჟურნალისტს ახალი ამბისა და სტატიის მოსამზადებლად. მაკა ანთიძის სალექციო კურსი მოიცავს როგორც ბიოგრაფიულ, ისე პრაქტიკულ თემებს.
 
მაკა ანთიძე მსმენელებს  მრავალწლიან გამოცდილებას და პრაქტიკულ მაგალითებს უზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება სტატია, როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა ვიმუშაოთ და რა უნდა გვახსოვდეს საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას. მაკა ანთიძის ლექციებით გაიგებთ, რა უნდა ახსოვდეს ჟურნალისტს სტატიაზე მუშაობისა და წერის დროს, ასევე რა თვისებები უნდა ჰქონდეს კორესპონდენტს და როგორ უნდა მომზადდეს ხარისხიანი ინტერვიუ.
 
მედიააკადემია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს უკვე ორი წელია სრულიად უფასოდ, ონლაინ მასტერკლასით აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას,  მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. 
 
მასტერკლასის პირველი და მეორე ციკლი 6 ავტორის, მათ შორის ჟურნალისტის ეკა ბერიძის, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის, ჟურნალისტის თამთა სანიკიძის, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილის, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილისა და მედია მენეჯერის გიორგი ხაბურზანიას ონლაინ ლექციებს მოიცავს. მასტერკლასის ონლაინ ლექციებს დაწყების დღიდან ჯამურად მილიონ ასი ათასამდე ნახვა აქვს.
 
მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა ონლაინ ლექციებზე - ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომლის მოსმენა და ყურება ნებისმიერ დროსა და ადგილას, უფასოდ არის  შესაძლებელი.