გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ელენე ხოშტარია: სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფულია

23-06-2022

სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფულია - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, 30 წლის წინ გარდაიცვლილი სოლიკო ვირსალაძე დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა, რუსეთთან დაახლოებული ხელოვანებისგან.

 

„მას შემდეგ რაც მე დავიწყე სანქცირებაზე კონკრეტული ადამიანების საქმეების გამოძიება და ლაპარაკი გასაკვირი არ არის, რომ როგორც სხვა დროს, ან ჩემს სწავლასთან დაკავშირებული, ან ჩემი ოჯახის რაღაცა ამოღებული არც ვიცი როგორი ინფორმაციის მიხედვით იწყება შავი პიარი ჩემს მიმართ, აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული.

 

მე გავაკეთე განცხადება, კიდევ გავაკეთებ განცხადებას, რომ სოლიკო ვირსალაძის, ქართველი საამაყო სცენოგრაფის შექმნილი, 30 წლის წინ გარდაიცვალა სოლიკო ვირსალაძე, ის დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა ასე ვთქვათ რუსეთთან დაახლოებული ხელოვნების პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელი არის ომის პირობებში ამის გაკეთება. ის 40-იან წლებში, როდესაც მისი ოჯახი იყო რეპრესირებული, 40-იანი წლებიდან სუხიშვილების კოსტიუმებთან ერთად მან შექმნა მსოფლიოსთვის ძალიან დასაფასებელი ნამუშევრები, რომლებიც დღემდე პარიზის, ნიუ იორკის, ამერიკის, იაპონიის, ესპანეთის და სხვადასხვა სცენებზე იდგმება.

 

სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული და ამ სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე არის მამაჩემი და ლევან აბაშიძის დედა მანანა ხიდაშელი. ამიტომ, ეს არ არის რუსეთის ფული, ეს არის ტყუილი“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.