გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოროსის ფონდის პროგრამების მენეჯერი გიორგი ჩიტიძე "სირცხვილიას" მიერ დაყენებულ მოთხოვნას მთავრობის გადადგომის და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ მხარს უჭერს

25-06-2022

,,იდეა შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ პროფესიული კეთილსინდისიერებაა თქვა. ტექნიკური მთავრობა თავსებადია თანამედროვე კონსტიტუციურ სამართალთან და დემოკრატიის პრინციპთან,” - ასე ეხმიანება სოროსის ფონდის პროგრამებეის კოორდინატორი გიორგი ჩიტიძე "სირცხვილიას" მიერ, აქციაზე დაყენებულ მოთხოვნას, მთავრობის გადადგომის და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ.

 

სოროსის ფონდი, რადიკალური ჯგუფის სირცხვილიას ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია.

 

,,იდეა შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ პროფესიული კეთილსინდისიერებაა თქვა:

 

  1. ტექნიკური მთავრობა თავსებადია თანამედროვე კონსტიტუციურ სამართალთან და დემოკრატიის პრინციპთან (მაგ. იტალია 2007-2008წწ. სხვადასხვა დროს ჩეხეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი).

 

  1. ტექნიკური მთავრობა არის არაორდინალური მექანიზმი, რომელიც საჭიროა კრიზისის დასაძლევად მაშინ, როდესაც პოლიტიკური კლასი ამას ვერ ახერხებს. ეძახიან ტექნოკრატ ადამიანებს, რომლებიც არცერთ პარტიას არ წარმოადგენს. ყველა მოთამაშე თანხმდება, გადასცეს მას მანდატი და დაამტკიცოს კონსტიტუციური პროცედურით (ფორმალური ლეგიტიმაცია).

 

  1. ტექნიკურ მთავრობას განესაზღვრება კონკრეტული ამოცანები, მანდატი და მოქმედების შეზღუდული დრო.

 

  1. ტექნიკური მთავრობა, წინასწარ განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ასრულებს კრიზისის დასაძლევად აუცილებელ ამოცანებს, მათ შორის, ამზადებს კანონპროექტებს და ახორციელებს აღმასრულებელ ფუნქციას.

 

  1. კონკრეტული ამოცანების შესრულების შემდეგ, ტექნიკური მთავრობა იშლება და იმართება არჩევნები. ტექნიკური მთავრობის ლეგიტიმაცია ვერ იქნება იმ დონის, როგორც ორდინალურის, მაგრამ სულ მცირე, აქვს ფორმალურ- კონსტიტუციური ლეგიტიმაცია.

 

დავა თუ იმაზეა, ტექნიკური მთავრობა ვერ იქნება ლეგიტიმური ჩაატაროს ნებისმიერი რეფორმა, ისიც ვთქვათ, რომ საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება, სწორედ რეფორმაა და, იმავდროულად, ევროკავშირის ერთერთი მოთხოვნა. ვინმე თუ იმას ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა მხოლოდ ატარებს არჩევნებს სისტემის შეუცვლელად, ეს არის არასწორი მიდგომა.

 

მაშინ, ტექნიკური მთავრობის იდეას შინაარსი არ აქვს. ეს არის პროფესიული კეთილსინდისიერების საკითხი ჩემთვის, მიუხედავად იმისა, იდეას ვინ იწონებს და ვინ - არა. დაბოლოს, თუ 120/30-ზე სისტემით მომგებები ხართ, ქუჩაში 120,000 ადამიანს დააყენებთ და ბიძინას ააყირავებთ, გაგიმარჯოთ ღმერთმა. თქვენ გვერდით ვიქნები, მაგრამ ამ ეტაპზე, ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია,” - წერს ჩიტიძე.