ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
თამთა მეგრელიშვილი არახამიაზე: ალბათ უკრაინა ოცის (ოლიგარქის) ხელში რომ არის ეს იგულისხმა და მათი ქვეყნის უბედურება ამ მხრივაც კარგად ესმის...

25-06-2022

მისი ერთ-ერთი ბოლო მომართვის ტექსტის შინაარსი - "ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ" ჩემში "ქურდს ქუდი ეწვის" ასოციაციას იწვევს - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი რადას დეპუტატის დავით არხამიას ვიდეო მიმართვაზე.

 

„ქართული წარმოშობის, საქართველოს მოღალატემ, დავით გიორგის ძე არახამიამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებითა და ქართული მხარისადმი გაჟღერებული ბრალდებებით "მტრის" რეკორდი მოხსნა. მისი ერთ-ერთი ბოლო მომართვის ტექსტის შინაარსი - "ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ" ჩემში "ქურდს ქუდი ეწვის" ასოციაციას იწვევს. ალბათ უკრაინა ოცის (ოლიგარქის) ხელში რომ არის ეს იგულისხმა და მათი ქვეყნის უბედურება ამ მხრივაც კარგად ესმის...“ - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.