გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გია გაბრიჭიძე: ტექნიკური მთავრობა“ არა, ქალის კაბაში გადაცმუილი კერენსკი კიდე . . .დაიხვეწნენ, განვითარდნენ და 105 წლის შემდეგ მოძველებული ტერმინი „დროებითი მთავრობა“ „ტექნიკური მთავრობით“ შეცვალეს

27-06-2022

„ტექნიკური მთავრობა“ არა, ქალის კაბაში გადაცმუილი კერენსკი კიდე . . . დაიხვეწნენ, განვითარდნენ და 105 წლის შემდეგ მოძველებული ტერმინი „დროებითი მთავრობა“ „ტექნიკური მთავრობით“ შეცვალეს “ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, საოცარია ის აღტკინება, რომლითაც ამ „იდეის“ გახმიანების შემდეგ ამ რაღაც კრიტიკულ მედიას დაემართა. მიდის გამალებული მსჯელობა, თუ როგორ იმუშავებს „ტექნიკური მთავრობა“, როგორი წესით დაკომპლექტდება და როგორ შეგვიყვანს ევროპაში.

 

"ვუყურებ, ვუსმენ და ზღაპარი „გლახაკი და ქილა ერბო“ მახსენდება, ოღონდ იმ სხვაობით, რომ იმ გლახაკს ქილა ერბო მაინც ჰქონდა. „ტექნიკური მთავრობა“ არა, ქალის კაბაში გადაცმუილი კერენსკი კიდე . . . დაიხვეწნენ, განვითარდნენ და 105 წლის შემდეგ მოძველებული ტერმინი „დროებითი მთავრობა“ „ტექნიკური მთავრობით“ შეცვალეს. საოცარია ის აღტკინება, რომლითაც ამ „იდეის“ გახმიანების შემდეგ ამ რაღაც კრიტიკულ მედიას დაემართა. მიდის გამალებული მსჯელობა, თუ როგორ იმუშავებს „ტექნიკური მთავრობა“, როგორი წესით დაკომპლექტდება და როგორ შეგვიყვანს ევროპაში.

ვუყურებ, ვუსმენ და ზღაპარი „გლახაკი და ქილა ერბო“ მახსენდება, ოღონდ იმ სხვაობით, რომ იმ გლახაკს ქილა ერბო მაინც ჰქონდა. ამათ კი ცარიელი ლაყაფის მეტი არაფერი გააჩნიათ. „გამოვიდა ორი ე.წ. ექსპერტი, რომლებმაც "განმარტეს" "ტექნიკური მთავრობის" შექმნის შესაძლებლობების სიმარტივე კონსტიტუციური ჩარჩოების შესაბამისად, მაგრამ მათ არ თქვეს მთავარი - ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა სადაც ნაცებისთვის სამწუხაროდ უმრავლესობას ქართული ოცნება წარმოადგენს. ასე რომ სიუჟეტის ეს ნაწილიც ბლეფია“. ეს არის ამონარიდი ჩემი პოსტიდან, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ დავწერე.

 

ჩავთვალე, რომ პოსტის განვრცობა საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან რევოლუციური აღტაცების ოდნავი ჩაცხრობის შემდეგ დაფიქრდებოდნენ, ვინმე ჭკვიანთან კონსულტაციას გაივლიდნენ, მაგრამ არა. დადიან და ისე იქნევენ იმ „ტექნიკურ მთავრობას“, როგორც ის გლახაკი ერბოიან ქილას. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ სრული აბსურდია. ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება მოხდება მაშინ, თუკი ქვეყანაში რევოლუცია მოხდება. როდესაც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა ხელში აიღებს ძალაუფლებას გადატრიალების შედეგად, მაგრამ ხალხის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით არ ექნება, იქმნება ტექნიკური მთავრობა”. დავუშვათ ღარიბაშვილი გადადგა, მთავრობა ვინ უნდა დააკომპლექტოს? მიტინგზე უნდა მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება? ეს ხალხი არალეგიტიმური ფიგურები არიან. ისინი ხალხს არ აურჩევიათ. ვისი სახელით საუბრობენ? თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ მიტინგი ანგარიშგასაწევი გახდა, მაშინ ხელისუფლებას პარლამენტი დაითხოვს. მერე ისევ “ოცნება” დააკომპლექტებს. ისინი, რაც მე მოვისმინე, ითხოვენ „ოცნებისგან“, რომ ხელისუფლება გადმოგვეცითო. მერე და ვის? ფარდის უკან ვინც დგას, ვიცით. ასეთი ბავშვებიც ხომ არ ვართ გვჯეროდეს, რომ შოთა დიღმელაშვილი წყვეტს რეალურად რამეს. რატომ უნდა უნდოდეს “ოცნებას” ხელისუფლება ვინმეს გადააბაროს? დაიცა და იმ ხალხს რას ვუშვებით, ვინც მათ ხმა მისცა? არ ვეკითხებით რა უნდათ? ისინიც რომ გამოვიდნენ გარეთ, მერე რა ხდება? სამოქალაქო დაპირისპირებაზე მივდივართ? გაუგებარია ქართული საზოგადოება რატომ მიიღებს, მაგალითად, ნინო ლომჯარიას ან ეკა გიგაურს. ან რატომ დათანხმდება თუნდაც “ოცნების” ამომრჩეველი, რომ ხელისუფლება ასე ვიღაცას გადააბაროს და ტექნიკური მთავრობა სამოქალაქო სექტორით დაკომპლექტდეს. ამ ადამიანებს ლეგიტიმაცია არ აქვთ და პარლამენტს კი აქვს. ამიტომ წარმოუდგენელია პარლამენტმა ეს რატომ უნდა გააკეთოს. 2009 წელს ხელისუფლებაში ენმ იყო. აქციები მაშინ იყო, თორემ ახლა რა აქციებია. მთელს რუსთაველზე კარვების ქალაქი იყო გაშლილი. პოლიტიკური სპექტრიც შეკრული იყო და ხალხიც. მაშინ არ გადადგა “ნაციონალების” ხელისუფლება და ახლა კითხვა მაქვს - რატომ უნდა გადადგეს „ოცნება“, რომელსაც რეიტინგების მიხედვით ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ემორჩილება პოლიცია, ჯარი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და თან პოლიტიკური კრიზისიც არ არის? რომ არ გადადგეს ღარიბაშვილი, რას აპირებენ მერე - შევარდებიან პარლამენტში? ვერ შევარდებიან, 2003 წელი არ არის. სისტემურად ყველა და ყველაფერი ხელისუფლებას ემორჩილება. ამიტომ ამ გაუგონარი მოთხოვნებით ის მუხტი უკვე დააგდეს, რაც 20 ივნისს გაჩნდა. ოპოზიცია ისევ იგივე შეცდომას იმეორებს და თუ ასე გააგრძელებენ, “ოცნება” ხელისუფლებაში კიდევ კარგა ხანს იქნება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე. ზუსტად იგივე პათოსი აქვს ბატონ ვახტანგ ხმალაძესაც და მგონი ყველამ კარგად იცის, რომ ეს ბატონები „ოცნების“ მხარდამჭერები ნამდვილად არ არიან. რადგანაც ამ „ტექნიკური მთავრობის“ მომხრენი რაიმე დაბეჭდილის წაკითხვასთან მწყრალად არიან, კარგი იქნება, რომ ეს ადამიანები მათმა ტელევიზიებმა მიიწვიონ, მაგრამ არც ისინი კითხულობენ რამეს და საპირისპირო აზრთან საშინელი დამოკიდებულება აქვთ. ეჰ, დარჩნენ კერენსკის იმედად ეს ბედუკუღმართები” - წერს გაბრიჭიძე.