6-06-2018
ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფელში გზის რეაბილიტაციას, წყლისა და გაზის მიწოდებას სთხოვენ. მათი განცხადებით, ქობულეთის მერიას პრობლემის შესახებ არაერთხელ აცნობეს, თუმცა უშედეგოდ.
აქციის მონაწილეებმა ამ წუთებში პროტესტის ნიშნად სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებიც იმყოფებიან.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბონდო თედორაძემ განაცხადა, ქობულეთის მერია ვალდებულია მოსახლეობის პრობლემა გაიზიაროს და ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს, ვინადან მოსახლეობას დაზიანებულ გზაზე გადაადგილება უჭირს.
"ინტერპრესნიუსი"