პარასკევი, ივნისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
წეროვანში დაშავებული სამხედროების შვილებს უმასპინძლეს

28-06-2022

დაბა წეროვანაში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული  მებრძოლების  კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები   გრძელდება.  კვირეულის ფარგლებში  სხვადასხვა სპორტულ და  შემეცნებით ღონისძიებასთან ერთად, დაშავებული სამხედროების შვილებისთვის კულტურული ღონისძიება გაიმართა.  ბავშვებისთვის სპეციალურად მოწვეულმა „ბასტი ბუბუს“ შემოქმედებითმა გუნდმა მათ პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით  საზეიმო განწყობა შეუქმნა. წარმოდგენაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯარისკაცების შვილები, რომლებმაც სტუმრებთან ერთად იმხიარულეს.


საღამო  „მხიარული სტარტებით“ გაგრძელდა, რომელშიც  100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.  მოგვიანებით ყველა მონაწილეს სიგელები და საჩუქრები გადაეცა.  ბავშვებს ბაზაზე გამოფენილი ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.