29-06-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.
საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.