გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

6-06-2018

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 9 თვის წინ სამართალდამცავებმა 15 ავტომობილი წაართვეს, რომელიც ხის მასალით იყო დატვირთული. 
აქციის მონაწილეების თქმით, მძიმე ტექნიკით ხის მასალის გადატანას კანონიერად ახორციელებდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მაინც დააჯარიმეს. შეკრებილები ამბობენ, რომ საქმეზე სასამართლო პროცესები გაიმართა ჯარიმაც გადაიხადეს, თუმცა საგამოძიებო ორგანო მათ კუთვნილ ავტომობილებს არ უბრუნებს.
მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მანამდე პროკურატურის შენობის წინ გამართეს, მოგვიანებით აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

"ინტერპრესნიუსი"