გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ხიდურელი: ქართული კომპანია „მონდოს" ამერიკული წარმატება ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეძლო სახელმწიფო პროგრამის დახმარებით კომპანიამ მსხვილი ბაზრების ათვისება

29-06-2022

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი სააგენტოს ბენეფიციარ ყავის მწარმოებელ კომპანია „მონდოს" ესტუმრა, რომელიც ქართული ყავის ექსპორტსა და რეალიზებას აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარე საკუთარ ფილიალში ახდენს.


ყავის საწარმო „მონდო" სააგენტოს ინდუსტრიული კომპონენტის ბენეფიციარია. საწარმო სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით რამდენიმე წლის წინ გაიხსნა.  პროექტში 5 მილიონ ლარის ინვესტირება განახორციელა და დღეისთვის 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.


კომპანიამ წარმოებული ყავა მალევე გაიტანა ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, ასევე გახსნა ბრენდ-ფილიალებიც, სადაც საკუთარი ყავის რეალიზებას ახდენს.
მიხეილ  ხიდურელის განცხადებით, კომპანია „მონდო" ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლო კერძო ბიზნესმა სახელმწიფო პროგრამისა და სახელმწიფოს მეშვეობით გაწეული დახმარებით არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისება, არამედ ისეთი მსხვილ ბაზარზე გასვლა, როგორიც ამერიკული ბაზარია.


„ჩვენი სააგენტოს პროგრამის ფარგლებში „მონდომ" ასევე  შეძლო გაფართოება და საწარმოს ახალი, იტალიური სრულიად ავტომატიზებული შესაფუთი ხაზები დაუმატა, რის შემდეგადაც წარმადობა 40%-ზე მეტით გაზარდა. „მონდოს" საქმიანობა ნათელი დასტურია იმის, თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი პროგრამები. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პროგრამის დახმარებით „კომპანიამ" შეძლო პროდუქტის ამერიკულ ბაზარზე გატანა და იქაურ მილიონობით მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ყავა", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.