29-06-2022
წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.
დღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარა-ფრენბურთში იასპარეზეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. პარა-ფრენბურთის ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.