გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში სკოლის მშენებლობის განახლებას ითხოვენ

6-06-2018

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სკოლის მშენებლობის პროცესი კვლავ გაჩერებულია. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა დღეს მშენებარე ობიექტთან შეიკრიბა. მოსახლეობა მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს.

ხოვლეში ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის 24 ივლისს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს კომპანია ,,ბლოკ ჯორჯია" აწარმოებდა, თუმცა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-იც არაა შესრულებული.

კასპის მერიაში აცხადებდნენ, რომ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ახალი ტენდერი უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ხოვლის სკოლის დაუმთავრებელი პროექტის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი 2017 წლის ზაფხულში მოამზადა.

qartli.ge