გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ონის მერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

30-06-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი - თეიმურაზ გძელიშვილი, განათლების კულტურის სპორტის ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი - მანანა ჩაგელიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი - მარინე რაზმაძე.


შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო. მისიის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტის მერს სადამკვირვებლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, ასევე ისაუბრეს მისიის იმ როლზე, რომელიც მათ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით შეაქვთ.


მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წარმომადგენლები მათი პასუხისმგებლობის არეალში მყოფი სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთანაც მართავენ.