გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

30 ივნისი დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეა

30-06-2022

30 ივნისს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს. წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული ღონისძიებების კვირეული ოფიციალურად დაიხურა.


სპორტის 7 სახეობაში მოასპარეზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სიგელები გადაეცათ. მათ სიმბოლური საჩუქრები „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმაც“ გადასცა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 


წეროვანში პარა-სპორტის შვიდ სახეობაში შეჯიბრებები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჭრილმა სამხედროებმა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, პარაფრენბურთში, ძალოსნობასა და როუმინგში გამოსცადეს. ღონისძიებების ფარგლებში, დაჭრილი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართა. კვირეული საზეიმო კონცერტით დასრულდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2021 წლიდან აღნიშნავს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სახელმწიფო დაშავებული მებრძოლების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს.