გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

30-06-2022

მიმდინარე წლის 2 ივლისს, 18:30 საათზე, თბილისში, დოდო აბაშიძის 10-ში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე. GITA - ს მხარდაჭერით, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის:

 

  • ProductTank meetup & discussion - ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ.
  • Founder Institute panel event - წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ.
  • Fuckup Nights Tbilisi vol. 27 - ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები თავიანთი წარუმატებლობის ამბებს მოჰყვებიან, რათა დამსწრეები შთააგონონ და ასევე, დაეხმარონ, რომ იგივე შეცდომები არ გაიმეორონ.

 

ღონისძიება გაძლევთ ასევე ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრისა და საღამოს სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას. ორგანიზატორები გეგმავენ, რომ თბილისის სტარტაპის დღე ყოველწლიურად აღინიშნოს.