გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: ასეთი უბინძურესი პროვოკაციებით ვერც "ტვ პირველი", ვერც ნაცოლიგარქების ჯიბის სხვა მედია, ვერც ნაცაქტივისტები რევოლუციურ პროცესებს ვერაფრით ააგორებენ

30-06-2022

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ტვ “პირველის” დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე დაგეგმილ პროვოკაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით სხვა ვითარებაა ქვეყანაში, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და რაც მთავარია, მმართველი პარტიის ამომრჩეველი იმაზე მეტია, ვიდრე ეს მარგინალ რევანშისტებს წარმოუდგენიათ.

 

“არ იყო ძნელი მისახვედრი - დეპუტატ ოხანაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთგზის და გაეცა პასუხი. ვინ მოითმენდა ამგვარ სობილწეს? ასეთი უბინძურესი პროვოკაციებით ვერც "ტვ პირველი", ვერც ნაცოლიგარქების ჯიბის სხვა მედია, ვერც ნაცაქტივისტები რევოლუციურ პროცესებს ვერაფრით ააგორებენ. საქართველოში არც 2003 წლის სცენარი განმეორდება და ვერც აკერმანისა თუ სხვა მსგავს უცხოელთა დესტრუქციული სცენარი. სხვა ვითარებაა ქვეყანაში, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და რაც მთავარია, მმართველი პარტიის ამომრჩეველი იმაზე მეტია, ვიდრე ეს მარგინალ რევანშისტებს წარმოუდგენიათ. ანრი ოხანაშვილი: "ამერიკელებთან და ჩემს კოლეგებთან ყოფნის დროს ის მოვიდა [ვატო წერეთელი], ძალიან მთხოვა, რომ 2 სიტყვით რაღაცის თქმა სურდა და უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაც, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა"- წერს აბაშიძე.