6-06-2018
ბორჯომში, ლტოლვილთა დასახლებაში, 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრის ინფორმაციით, ის თურქეთში აპირებდა წასვლას და ნოემბრის შემდეგ არ უნახავთ. ამის შსახებ 1tv.ge წერს.
მეზობლებმა 112-ში მას შემდეგ დარეკეს, რაც უსიამოვნო სუნი იგრძნეს. მათივე ინფორმაციით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.