გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2-07-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


შეხვედრას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის რეფორმირების პროცესის მხარდაჭერისთვის და ყურადღება კანონპროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღნიშნული კანონპროექტი წყლის რესურსების დაცვას და მისი მდგრადი გამოყენების საკითხებს არეგულირებს.


წყლის რესურსების მართვის კანონპროექტის განხილვის პროცესში, საუბარი შეეხო  წყალსარგებლობის და გარემოსდაცვითი ხარჯების რეგულირების, ნებართვების და მოსაკრებლის, ასევე, სააუზო მართვის სისტემის შემოღების და წყალსარგებლობის პრიორიტეტიზაციის საკითხებს.


შეხვედრაზე, ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე და, ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციების დასადგენად, კანონპროექტის შემუშავების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.