2-07-2022
სტუდენტური თვითმმართველობები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სტუდენტებმა ევროპული მომავლისთვის პეტიცია შეიმუშავეს.
"ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი, სტუდენტების როლი, რომ რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქვეყანაში არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ძალადობა, ან რაიმე სხვა ტიპის პროვოკაცია. ეს მტრული ძალებისთვის საჩუქარი, ხოლო ჩვენი, ევროპული პესპექტივისთვის დიდი დარტყმა იქნება. ჩვენ, სტუდენტები ვიზიარებთ საქართველოს ევროპულ კურსს და ვმონაწილეობთ მის განმტკიცებაში.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს თანატოლებს, არ გახდნენ იარაღი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ისტორიულ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს ევროპული ფასეულობების გარშემო გაერთიანების დროა. სტუდენტებისა და ახალგაზრდების ამოცანა დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის პირველი პუნქტის შესრულება, პოლიტიკური კლასის შერიგება უნდა იყოს და არა დაპირისპირების გაღვივება. გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რითაც თაობების საუკუნოვანი ნატვრა ახდება,"- აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
ივანე ჯავახიშვილის სახწელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისტეტი.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს უნივერსიტეტი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
ქუთაისის საერთაშორიო უნივერსიტეტი.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი.
ალტე უნივერსიტეტი.