გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული "რადიო თავისუფლება" რეალ ტვ რატომ იქეცით?!

2-07-2022

„თურმე ისწრაფვიან, მიაღწიონ ობიექტური ჟურნალისტიკისა და ფაქტების გაშუქების უმაღლეს სტანდარტებს ისე, რომ არ დაჰყვნენ ზეწოლას ან გავლენის მცდელობებს, მაგრამ "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს"..... "რადიო თავისუფლება" რეალ ტივიდ რატომ იქეცით?!“- ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „რადიო თავისუფლების“ მიერ შეცვლილ სათაურს საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია რომელსაც აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს . იჩემებენ, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) მისია დემოკრატიული ფასეულობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ინფორმაციას ცენზურის გარეშე მიწოდება და ღია დისკუსიაა. თურმე ისწრაფვიან, მიაღწიონ ობიექტური ჟურნალისტიკისა და ფაქტების გაშუქების უმაღლეს სტანდარტებს ისე, რომ არ დაჰყვნენ ზეწოლას ან გავლენის მცდელობებს, მაგრამ "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს" ... "რადიო თავისუფლება" რეალ ტივიდ რატომ იქეცით?!

 

ქართველი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს თუ უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა იკადრა უკადრებელი?! ობიექტური ჟურნალისტიკისა და ფაქტების გაშუქების უმაღლეს სტანდარტებს რომ იჩემებთ გადაახვიეთ და ნახეთ! სირცხვილია!!!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.