2-07-2022
„ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების მოთხოვნა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ევროპაში გვინდა, უკვე მოხდა 20 ივნისს და განმეორებით ამის ჩვენებამ აზრი დაკარგა. რჩება ერთადერთი მიზანი, რომელსაც არც მალავენ ორგანიზატორები და მათი პატრონები,- საზოგადოების მოტყუების მცდელობა და იმის მტკიცება, რომ ამ სტატუსზე უარის მიღება ხელისუფლების ბრალია და ამიტომ ის უნდა შეიცვალოს“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს ჩასაფრებულ არაკეთილ მოსურნეებს, რომ შეუძლია ბეწვის ხიდზე გავლა და ავანტურისტების გეგმების ჩაშლა.
„რა უნდათ 3 ივლისის შეკრების ორგანიზატორებს? ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების მოთხოვნა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ევროპაში გვინდა, უკვე მოხდა 20 ივნისს და განმეორებით ამის ჩვენებამ აზრი დაკარგა. რჩება ერთადერთი მიზანი, რომელსაც არც მალავენ ორგანიზატორები და მათი პატრონები,- საზოგადოების მოტყუების მცდელობა და იმის მტკიცება, რომ ამ სტატუსზე უარის მიღება ხელისუფლების ბრალია და ამიტომ ის უნდა შეიცვალოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს მოთხოვნა არც კანონიერია და არც სამართლიანი, მთავარია, რომ ისინი ცდილობენ ხალხის მომზადებას, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად. ასეთ პირობებში სახელმწიფოს ვალია დაიცვას კანონის უზენაესიბა და სამართლიანობა, არ მისცეს სახელმწიფო გადატრილების ავტორებს კანონის ფარგლებიდან გასვლის უფლება ისე, რომ არც თვითონ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან. ეს რთული საქმეა, მაგრამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს ჩასაფრებულ არაკეთილ მოსურნეებს, რომ შეუძლია ბეწვის ხიდზე გავლა და ავანტურისტების გეგმების ჩაშლა. ჩვენი ვალია არ წამოვეგოთ კრიმინალ- პროვოკატორთა ბინძურ ზრახვებს! მოუფრთხილდეთ ქვეყნის აწმყოსა და მომავალს!“- წერს ნანა კაკაბაძე.