გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლება უნდა იდგეს მყარად, რადგან ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც დასავლელი ლობისტებისგან ზეწოლა გაასმაგებულია, ქართველი სერგო ორჯონიკიძეები თავიანთ ბოლო "ტყვიებს ისრვიან"

2-07-2022

„სალომე სამადაშვილს რომ ჰკითხოთ, რა ფაქტი აქვს არაფორმალური მმართველობის, ვერც ერთს ვერ დაგისახელებთ... ანუ რა გამოდის, ხელისუფლება წავიდეს, ეს მანქურთები მოვიდნენ და სტატუსს მივიღებთ?“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სალომე სამადაშვილის განცხადების შესახებ.

 

„სალომე სამადაშვილს უთქვამს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება არაფორმალურ მმართველად, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებსო... ეს არათუ უდიდესი სკანდალია, პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იარაღია კონკრეტული ადამიანების ხელში ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ცვლილებისთვის... ჯერ ერთი სალომე სამადაშვილს რომ ჰკითხოთ, რა ფაქტი აქვს არაფორმალური მმართველობის, ვერც ერთს ვერ დაგისახელებთ... ანუ რა გამოდის, ხელისუფლება წავიდეს, ეს მანქურთები მოვიდნენ და სტატუსს მივიღებთ? ტაშიი... ხელისუფლება უნდა იდგეს მყარად, რადგან ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც დასავლელი ლობისტებისგან ზეწოლა გაასმაგებულია, ხოლო ქართველი სერგო ორჯონიკიძეები, რომელთაგანაც ერთ-ერთს ფოტოზე ხედავთ, თავიანთ ბოლო "ტყვიებს ისრვიან"... P.S დანაღმულ ველზე სიარული მარტივი არ იქნება“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.