გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს

2-07-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებმა სადაზვერვო კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. საველე სიტუაციური შეკრება კოჯორში, ახალი ტექნოლოგიური ელემენტების გამოყენებით წარმატებით განხორციელდა.

 

დაზვერვის ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინეს და დაკავების ოპერაცია შეასრულეს. კულმინაციურ სწავლებას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დააკვირდა.

 

სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფებმა საველე, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიარეს, რაც რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა, მათ შორის: კონტაქტზე რეაგირება, საპატრულო ბანაკის დაკავება, რეიდი და ჩასაფრება. სწავლების მიზანს დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს.

 

სწავლებაში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნენ.