გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი "კავკასია 2022" გაიმართა

3-07-2022

მიმდინარე წლის 2 ივლისს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით "გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში", ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი "კავკასია 2022" გაიმართა.

 

აღნიშნულ ფესტივალში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღეს 12 მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო მონაწილეთა აღლუმი, საზეიმო გახსნა და გალა კონცერტი, რომელიც დაჯილდოებით დასრულდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ნომინაციებში გამარჯვებულებს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

ფესტივალში მონაწილეობდნენ შემდეგი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები:

 

ქ.ონის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ორბა", ხელმძღვანელი გიორგი რეხვიაშვილი;

 

ქ.ონის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ილინე", ხელმძღვანელი ვერიკო მიქიაშვილი;

 

ქ.ამბროლაურის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "თიემსი", ხელმძღვანელი სოფო ბოჭორიშვილი;

 

ქ.ტყიბულის ხელოვნების სკოლა-ანსამბლი "ლილე", ხელმძღვანელი სოფო სირბილაძე;

 

ქ.ტყიბულის ანსამბლი "მანდილი", ხელმძღვანელი მარინა ციცქიშვილი.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ჩელა"-ს უფროსი თაობა, ხელმძღვანელი რომეო ბულია;

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლაშარი", ხელმძღვანელი კახაბერ მარკოიშვილი;

 

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "სამება'', ხელმძღვანელი კობა დარახველიძე;

 

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "თაობა", ხელმძღვანელი კობა დარახველიძე;

 

ქ.ფოთის ქორეოგრაფიული ანსამბლი "არგონავტები", ხელმძღვანელი მარინა ფხაკაძე;

ქ.ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ორიონი", ხელმძღვანელი მარინა ქამაშიძე;

 

ქ.ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ჩაქურა", ხელმძღვანელი თენგიზ ჭაღალიძე;

 

ქ.ქობულეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი "მერანი", ხელმძღვანელი გურამ ჭაღალიძე;

 

ქ.ლანჩხუთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ქართული სული", ხელმძღვანელი გოგა ლომაძე;

 

ქ.ოზურგეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ზენარი", ხელმძღვანელი მელის ნადირიძე;

 

ქ.ოზურგეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლაშაგიორგი", ხელმძღვანელი ემზარ სანიკიძე;

 

ქ.ზესტაფონის ქორეოგრაფიული სტუდია-ანსამბლი "შევარდენი", ხელმძღვანელი ნანა ღიბრაძე.