ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
თამარ ტალიაშვილი: სწორედ ახლაა მომენტუმი, რომ ოპოზიციამ გააკეთოს სწორი არჩევანი და საქმიანი თანამშრომლობის წინადადება მიიღოს

5-07-2022

ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით სახელისუფლებო გუნდმა შექმნა თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც დეტალურადაა გაწერილი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


"ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს.


ვინც გამოდის ამის წინააღმდეგ, უნდა იცოდეს რომ ირჩევს სეპარატიზმს და საბოტაჟზს უცხადებს ერთადერთ რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ და საქმიან პროცესს.


სწორედ ეხლა არის ის მომენტუმი, რომ ოპოზიციამ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს საქმიანი თანამშრომლობის წინადადება.


ამ ჩართულობითი პროცესის მარგინალიზაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან "რაღაც კომისიების" ძახილით ქვეყანას აზიანებს. სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიანი, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება" - წერს ტალიაშვილი.