5-07-2022
თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. გორისა და ქუთაისის შემდეგ ესმესამე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, სასტუმროს მენეჯმენტზე,ციფრულ სივრცეში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე.
ფორუმის მონაწილეებს მაკრო-კონომიკურ მიმოხილვაგააცნო თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.
ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება,ნეთვორქინგი, გამოცდილების გაზიარება და მათი კომუნის გააქტიურებაა. ფორუმში მონაწილეობდნენაჭარის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები.